გაკვეთილის გეგმა
საგანი | ფიზიკა | ||||||||||||||||
გაკვეთილის თემა | მაგნიტური ველი | ||||||||||||||||
სწავლების საფეხური/ კლასი | X კლასი
საშუალო საფეხური | ||||||||||||||||
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან | · კვლევის, სამყაროსა და გარემოს შესწავლის უნარ-ჩვევების განვითარება
· მოსწავლე იკვლევბს ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს | ||||||||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა | 28 | ||||||||||||||||
საჭირო რესურსები, გამოყენებული კომპიუტერული პროგრამების დასახელება | სახელმძღვანელოები: ( ძირითადი და დამხმარე) ვირტულაური ლაბორატორია - ელექტრობა, მაგნიტი და წრედები, ფარადეის ელექტრომაგნიტური ლაბორატორია www.google.com | ||||||||||||||||
გაკვეთილის მიმდინარეობა | კლასში მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მივეცი ამ თავში მოცემული საკითხები: 1) მაგნიტური ველი 2) დენიანი გამტარების ურთიერთქმედება 3) მაგნიტური ველის ინდუქცია 4) ამპერისა და ლორენცის ძალა
პრეზენტატორებმა თითოეული ჯგუფიდან უპასუხეს კითხვებს: (შესაძლო პასუხთა შორის ვარჩევ სწორ პასუხებს) 1. როგორ შეიძლება აიხსნას მაგნიტური ურთიერთქმედება? 2. როგორ მდებარეობაში ჩერდება თავისუფალი მაგნიტური ისარი? 3. ქმნის თუ არა დენიანი გამტარი მაგნიტურ ველს? 4. რას წარმოადგენს წრფივი დენიანი გამტარის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის ინდუქციის წრედები? 5. როგორი ველია გრიგალური ველი? არის თუ არა ელექტრული ველი გრიგალური? 6. შესაძლებელია თუ არა მაგნიტის დანაწევრებით ერთპოლუსიანი მაგნიტის მიღება? 7. რა მოხდება თუ სოლენოიდში დენის მიმართულებას შევცვლით? 8. რა ენერგიის ხარჯზე ბრუნავს დენის გამტარი ჩარჩო მაგნიტურ ველში?
ტესტი
თუ დენის ძალას შევამცირებთ 2-ჯერ მაგნიტური ველის ინდუქციის მოდული, რომელშიც ის არის მოთავსებული. B=F/il სიდიდე არის მაგნიტური ინდუქციია მოდული. იგი არ არის დამოკიდებული არც სიგრძეზე და არც დენის ძალაზე. იგი არის პროპორციულობის კოეფიციენტი, რომელიც ახასიათებს მაგნიტური ველის იმ ადგილს სადაც გამტარია მოთავსებული. მისი ერთეულია ტესლა. 9. სად მოქმედებს ამპერის ძალა? მაგნიტურ ველში მოთავსებულ დენიან გამტარზე მოქმედ ძალას ამპერის ძალა ეწოდება. Fა= Bil 10. როგორ განვსაზღვროთ ამპერის ძალა, თუ კუთხე მაგნიტური ველის ინდუქციასა და დენის მიმართულებას შორის ნული გრადუსია? როცა α=0, მაშინ F=0 ე.ი. მაგნიტური ველი არ მოქმედებს მის პარალელურ დენიან გამტარზე. 11. როგორ განვსაზღვროთ მოწესრიგებულად მოძრავ ერთ დამუხტულ ნაწილაკზე მოქმედი ძალის მოდული?
კლასი ავსებს ცხრილს
მოსწავლეები ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით აკეთებენ დასკვნას ელექტრულ და მაგნიტურ ველებს შორის მსგავსებისა და განსხვავების შესახებ.
| ||||||||||||||||
შეფასება | მოსწავლეთა შეფასება მოხდა სპეციალური ცხრილების საშუალებით. მონიტორინგში მონაწილეობას ღებულობდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები რუსუდან გოჩიაშვილი და ნინო ბეშკენაძე. |