Friday, June 4, 2010

მაგნიტური ველი

https://docs.google.com/Doc?docid

გაკვეთილის გეგმა

საგანი
მასწავლებელი

ფიზიკა
207-ე საჯარო სკოლა
ნუნუ წურწუმია

გაკვეთილის თემა

მაგნიტური ველი
(შემაჯამებელი გაკვეთილი)

სწავლების საფეხური/ კლასი

X კლასი

საშუალო საფეხური

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

· კვლევის, სამყაროსა და გარემოს შესწავლის უნარ-ჩვევების განვითარება

· მოსწავლე იკვლევბს ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს

მოსწავლეთა რაოდენობა

28

საჭირო რესურსები, გამოყენებული კომპიუტერული პროგრამების დასახელება

სახელმძღვანელოები: ( ძირითადი და დამხმარე)

ვირტულაური ლაბორატორია - ელექტრობა, მაგნიტი და წრედები,

ფარადეის ელექტრომაგნიტური ლაბორატორია
www.wikipedia.org

www.google.com

გაკვეთილის მიმდინარეობა

კლასში მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად. თითოეულ მათგანს მივეცი ამ თავში მოცემული საკითხები:

1) მაგნიტური ველი

2) დენიანი გამტარების ურთიერთქმედება

3) მაგნიტური ველის ინდუქცია

4) ამპერისა და ლორენცის ძალა


პრეზენტატორებმა თითოეული ჯგუფიდან უპასუხეს კითხვებს: (შესაძლო პასუხთა შორის ვარჩევ სწორ პასუხებს)

1. როგორ შეიძლება აიხსნას მაგნიტური ურთიერთქმედება?
მაგნიტების ურთიერთქმედება შეიძლება აიხსნას მათ ირგვლივ მაგნიტური ველის არსებობით. ერთი მაგნიტის მაგნიტური ველი მოქმედებს მეორე მაგნიტზე და მეორე მაგნიტის მაგნიტური ველი მოქმედებს პირველ მაგნიტზე.

2. როგორ მდებარეობაში ჩერდება თავისუფალი მაგნიტური ისარი?
კომპასის ისარი ჩერდება ისე, რომ ისრის ღერძი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გვიჩვენებს ჩრდილოეთის მიმართულებას.

3. ქმნის თუ არა დენიანი გამტარი მაგნიტურ ველს?
დიახ, დენიანი გამტარი რომ ქმნის მაგნიტურ ველს ამას ასაბუთებს ცდა, ლურსმანზე დახვეული მავთული მივუახლოვოთ რკინის საგნებს - არ მიიზიდავს, ე.ი. დენიანი გამტარის გარშემო შეიქმნა მაგნიტური ველი

4. რას წარმოადგენს წრფივი დენიანი გამტარის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის ინდუქციის წრედები?
წრფივი დენიანი გამტარის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის ინდუქციის წირები წარმოადგენს კონცენტრულ წირებს, რომელთა ცენტრი გამტარზეა.

5. როგორი ველია გრიგალური ველი? არის თუ არა ელექტრული ველი გრიგალური?
ელექტრული ველი არ არის გრიგალური, რადგან მისი დაძაბულობის წირები არ არის ჩაკეტილი. იგი იწყება დადებით მუხტზე და მთავრდება უარყოფითზე.

6. შესაძლებელია თუ არა მაგნიტის დანაწევრებით ერთპოლუსიანი მაგნიტის მიღება?
არა, შეუძლებელია

7. რა მოხდება თუ სოლენოიდში დენის მიმართულებას შევცვლით?
მაგნიტური ისარი 180-ით შემობრუნდება.

8. რა ენერგიის ხარჯზე ბრუნავს დენის გამტარი ჩარჩო მაგნიტურ ველში?
ელექტრული ენერგიის ხარჯზე.


(აღნიშნული კითხვები უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ დავათვარიელებს ვირტუალურ ლაბორატორიას - მიმართავს მასწავლებელი კლასს)

ტესტი

თუ დენის ძალას შევამცირებთ 2-ჯერ მაგნიტური ველის ინდუქციის მოდული, რომელშიც ის არის მოთავსებული.
ა) ორჯერ იზრდება ბ) ორჯერ მცირდება გ) არ იცვლება
პასუხია არ იცვლება

B=F/il სიდიდე არის მაგნიტური ინდუქციია მოდული. იგი არ არის დამოკიდებული არც სიგრძეზე და არც დენის ძალაზე. იგი არის პროპორციულობის კოეფიციენტი, რომელიც ახასიათებს მაგნიტური ველის იმ ადგილს სადაც გამტარია მოთავსებული. მისი ერთეულია ტესლა.

9. სად მოქმედებს ამპერის ძალა?

მაგნიტურ ველში მოთავსებულ დენიან გამტარზე მოქმედ ძალას ამპერის ძალა ეწოდება. F= Bil

10. როგორ განვსაზღვროთ ამპერის ძალა, თუ კუთხე მაგნიტური ველის ინდუქციასა და დენის მიმართულებას შორის ნული გრადუსია?

როცა α=0, მაშინ F=0 ე.ი. მაგნიტური ველი არ მოქმედებს მის პარალელურ დენიან გამტარზე.

11. როგორ განვსაზღვროთ მოწესრიგებულად მოძრავ ერთ დამუხტულ ნაწილაკზე მოქმედი ძალის მოდული?
F = F/N - ეს არის ლორენცის ძალა. F= qVBsin α
12. ასრულებს თუ არა ლორენცის ძალა მუშაობას?
არა, რადგან ლორენცის ძალა ნაწილაკის სიჩქარის მართობია, ამიტომ ის მუშაობას არ ასრულებს. იგი ნაწილაკს ანიჭებს ცენტრისკენულ აჩქარებას.

კლასი ავსებს ცხრილს

ფიზიკური სიდიდე

აღნიშვნა

ერთეული Si სისტემაში

გამზომი ხელსაწყო

მაგნიტური ველის ინდუქცია

B

ტესლა

ამპერის ძალა

F

ნიუტონი

დინამომეტრი

ლორენცის ძალა

F

ნიუტონი

მოსწავლეები ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით აკეთებენ დასკვნას ელექტრულ და მაგნიტურ ველებს შორის მსგავსებისა და განსხვავების შესახებ.

შეფასება

მოსწავლეთა შეფასება მოხდა სპეციალური ცხრილების საშუალებით.

მონიტორინგში მონაწილეობას ღებულობდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები რუსუდან გოჩიაშვილი და ნინო ბეშკენაძე.

=0AbO5a1oTlV32ZGd6OGMyMnFfMTQyZzNycHJ3aHA&hl=ru

No comments:

Post a Comment