Sunday, December 20, 2009

1. პროექტის სახელი: ანალოგიები ბუნებასა და ფიზიკას შორის
2. პროექტის მოკლე აღწერა: მინდა მოსწავლეებმა გააკეთონ შედარება და თვითონ გამოიტანონ დასკნა, სად ჩანს ეს ანალოგიები?
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ვთავაზობ ანალოგიების მაგალითებს და ვაძლევ დავალებას კარგად გაიაზრონ ეს ანალოგიები, მეტი ინფორმაცია მოიძიონ ამ საკითხებზე და წარმოადგინონ სრულყოფილი მასალა პრეზენტაციაზე.
  • ბუნებაში ყველაზე თვალშისაცემია კვერცხები. იგი საუკეთესო მაგალითია თუ როგორ შეიძლება უბრალო ხერხით დიდი პრობლემა გადაიწყვიტოს. გასაოცარია მისი სიმკვრივე , გასაოცარი ის არის , რომ სიმკვრივე მიღწეულია ძალზე მსხვრევადი მატერიით. სახელდობრ თხელი ნაჭუჭით. თუმცა არავის არ შეუძლია კვერცხი წვერიდან ცერითა და საჩვენებელი თითით ჩაჭყლიტოს. თავისი სიმაგრით იგი უძლებს ადამიანის ხელის ძალას. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ ამ პრინციპით არის აგებული გუმბათიანი არქიტექტურული ნაგებობები, მრავალი გოთური სტილის ეკლესიები, რეაქტორები და ობსერვატორები, ცნობილ მაგალითს წარმოადგენს ,,ატომური კვერცხი”—გარხინგერის ატომური რეაქტორისა, რომელიც მოცემულია სურათზე. ეს ფორმა ადვილად უძლებს, როგორც შიგნიდან ასევე გარედან დაწოლას.
  • დელფინი მრავალი თვისებით არის ყურადღება მისაქცევი. ყველაზე მეტათ თვალში საცემია მისი ელეგანტური, წყლის ნაკადისათვის მოხერხებული ფორმა. წყალში დელფინს მიუხედავად თავისი დიდი წონისა კარგად შეუძლია მოძრაობა თავისი გარსედინი ფორმის გამო. დელფინებში თევზებსა და ვეშაპებში გამოყენებულია ხახუნის შემცირების ფართოდ გავრცელებული მეთოდი. მას ემსახურება მათი სხეულების სტრუქტურა. ის რაც ბუნებაში ცნობილი იყო ადამიანმა მხოლოდ ბოლო ასწლეულებში გაიგო. ადრე გამოიყენებოდა კიდობანის ფორმის (ნოეს კიდობანის) მოდელები. შემდეგი მეცნიერება დელფინის აგებულება გამოიყენა დიდი გემებისა და თბომავლების ასაგებად.
  • ბუნებაში ჩვენ ვხვდებით უკუცემის მრავალ მაგალითს. დედამიწაზე, წყალსა და ჰაერში უკუცემა ხორციელდება როგორც ვიცით იმპულსის მუდმივობის კანონით. ყველაზე საინტერესო მაგალითი უკუცემისა არის მედუზა. იგი თავისი სხეულით, საცეცეების საშუალებით კეტავს წყალს, შემდეგ დიდი გაჭირვებით გამოისვრის, რათა გადაადგილდეს. ამის ანალოგიურს ტექნიკაში წარმოადგენს რაკეტა, რომელიც როგორც ვიცით. უჰაერო სივრცეშიც უკუცემის პრინციპით მოძრაობს. რაკეტისთვის წვის დროს ხდება დიდი ენერგიეს მიწოდება. უკუცემა რომ არ ყოფილიყო, ძნელი გახდებოდა მთვარეზე მიღწევა.
  • ღამურას ფრთები ერთი შეხედვით გაგვაკვირვებს. მასში ადვილად შეიცნობა ადამიანის ხელის აგებულების პრინციპი, დამთავრებული საფრენი კანით, რომელიც თითებით იჭიმება. ღამურას ორი ტრიუკი ჩანს გარკვევით. სიფრიფანა დაჭიმული კანი საიმედოა ჰაერში. იგი წყალგაუმტარია. ელასტიკური კანი მოხერხებულია მეორე ტრიუკისათვის . დაკეცილი ფრთებით ღამურეებში ნათლად ჩანს რომ ეს ელასტიკური ფრთები ფარფატებენ და სხეულისგან მიიწევა. სწორედ, მან ადამიანი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ღამურას ფრენა გამოიყენოს მეცნიერებაში. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს დელტა პლანზე მფრინავი
  • ქარში მოფარფატე ბაბუაწვერა ჩვენი ზაფხულის რომანტიულ სურათს წარმოადგენს. ამ ადვილ მოძრაობაში დევს მეთოდი, რომელიც საფუძვლად უდევს პარაშუტის მოწყობილობასა და მოძრაობას. თესლის ყოველი ბუსუსი წარმოადგენს პარაშუტის სახესხვაობას, რისი საშუალებითაც ჰაერში გადაადგილდება. იგივე მეთოდს იყენებს პარაშუტისტი , რომელსაც მეტად დიდი წონა აქვს, ვიდრე ბაბუაწვერას ბუსუსებს. ეს ფრთების წონიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ დაჭიმული სხეულის პრინციპიდან, რომელიც ჰაერს არ ატარებს და ამასთანავე, დიდი წონის გადატანის უნარი გააჩნია. რაც უფრო დიდია პარაშუტი, მით უფრო დიდი მოძრაობის უნარი გააჩნია. რადგან მეტია ამომგდები ძალა.
4. მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ხუთი ჯგუფი ამუშავებს ცალკეულ თემებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო-მასალა , ტექსტური ინფორმაცია, გამარჯვებული საპრეზენტაციო მასალა.

8. სარგებელი სხვებისთვის: მოძიებული მასალის საჭიროების შემთხვევაში გამოყენება.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: კერძო სკოლა-ლიცეუმი გრაალი და კერძო სკოლა კაი-ყმა.
11. საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინფორმაციის მოძიების,კვლევა-ძიების და კომუნიკაციის უნარების განვითარება.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნუნუ წურწუმია
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nunutea1954@gmail.com
14. პროექტის ბლოგი: http://nunutea1954.blogspot.com

No comments:

Post a Comment